Saturday, 19 July 2014

მერვე მოდული



ამ მოდულში  ვიმუშავეთ  ბლოგის დიზაინზე,  ჩავამატეთ  ინფორმაციები ჩვენ შესახებ,ასევე კითხვარი,რომელსაც შეავსებენ ბლოგის სტუმრები.

   გადავხედეთ და მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო, რომელიც  შევინახეთ ჩვენი იმეილის გუგლის დისკზე, შემდეგ  ეს ნამუშევარი გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ასევე  გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია.

მეშვიდე მოდული


შევიმუშავეთ და დაწვრილებით გადმოვეცით პროექტის მსვლელობა.
შევარჩიეთ საგადავხედეთ და ვიმუშავეთ დეტალურად გეგმაზე.
სწავლო თემისათვის საჭირო მასალები და ინტერნეტრესურსები.
ვიმუშავეთ  ბლოგზე.

მეექვსე მოდული


ამ მოდულში   მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისათვის.
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს მივეცი დამატებითი დრო და ნება დავრთე აერჩია პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები საკუთარი შესაძლებლობის შესაბამისად.

არაქართულენოვან მოსწავლეებს წინასწარ მივეცი ძირითადი ლექსიკური ერთეულების და განსაზღვრებების  ჩამონათვალი,ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები წავახალისე,რათა კრეატიულად მიუდგნენ პრობლემის გადაწყვეტას.

მეხუთე მოდული


ამ მოდულში  განვიხილეთ მასწავლებლების მიერ შექმნილი შეფასების გეგმები,რათა ჩვენი გეგმისათვის საჭირო იდეები მოგვეკრიბა.
შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების გეგმები.

ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების  რუბრიკაზე.

მეოთხე მოდული



ამ მოდულში ერთმანეთს გავუზიარეთ იდეები პროექტებში ინტერნეტის გამოყენების შესახებ.
პროექტის გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები.

დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია,საპრეზენტაციო პროგრამაში.

მესამე მოდული



ამ მოდულში  ვიმუშავეთ ბლოზე, ასევე ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებასა და გამოყენებაზე.თუმცა ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის გამოყენებას ესაჭიროება საავტორო უფლებების დაცვა,ამასთან დაკავშირებით გავეცანით პრეზენტაციას ელექტრონული ინფორმაციის გამოყენების სამართლებრივი და ეთიკური ნორმების შესახებ.

Saturday, 12 July 2014

მეორე მოდული

მეორე მოდულის დროს  დავიწყეთ პროექტზე მუშაობა,რომლისათვისაც შევავსე  გეგმის შაბლონი: შევარჩიე პროექტის დასახელება „საბრალოა მხოლოდ სული ობოლი“, ჩამოვაყალიბე  პროექტის მიზნები და თემის შინაარსი, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გადმოვიტანე  შედეგები და ინდიკატორები, რომლებზეც გავალთ პროექტით, ელექტრონული სახელმძღვანოლოდან,  21-ე საუკუნის უნარებიდან,  შესაბამისი უნარები ამოვკრიბე,ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი კითხვები.
გეგმის შაბლონის შევსების შემდეგ ავაწყვე ჩემი პროექტის პრეზენტაცია საპრეზენტაციო პროგრამაში.


მოდული ერთი

    ამ მოდულში ჩვენ გავეცანით ელექტრონულ წიგნს.  ვიმუშავეთ პირველ მოდულზე, კომპიუტერის დისკზე შევქმენით ჩვენი საქარალდე, რომლებშიც გადმოვიტანეთ  მასალები ელექტრონული წიგნიდან ,რათა შემდეგ  მუშაობისა გამოვიყენოთ.ჩემს საქაღალდეში მოვათავსეთ ექვსი საქაღალდე,თითოეულს დავარქვით სახელი,შემდეგ ელექტრონული სახელმძღვანელოდან მართლაც გადმოვიტანეთ მასალები: 21-ე საუკუნის უნარები,სასწავლო პროექტის გეგმა,პორთფოლიოს ჩეკლისტი,პორთფოლიოს რუბრიკა.
   ვფიქრობ , დღევანდელი დღე ჩემთვის ნაყოფიერი იყო,რადგან პროექტებზე მუშაობისას მიჩნდებოდა შეკითხვები,მე დღეს გავეცანი ელექტრონულ სახელმძღვანელოს,რომელშიც ვიცი რომ ყველა კითხვაზე ვიპოვი პასუხს.ტრენერის დახმარებით ჩავუღრმავდით პროექტით სწავლების დადებით მხარეებს.იმედი მაქვს ასეთივე საინტერესო იქნება შემდეგი მოდულები.